სომხეთის მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამსახურებრივი მანქანების შემცირების შესახებ ისაუბრა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით თანამედროვე მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტილებები. ყველა მათგანი უნდა აღვრიცხოთ და მათი სერიოზული შემცირება გააკეთოთ. უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი,” – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ არარატ მირზოიმანმა აღნიშნა, რომ მან შეისწავლა ეს პრობლემა და გაირკვა, რომ სახელმწიფო აპარატში სამსახურებრივი მანქანების გადაჭარბებაა, რომელიც ზედმეტ ხარჯებს იწვევს.
“პირველი ვიცე-პრემიერისთვის ხუთი მანქანაა გამოყოფილი, ჩვენ სამზე უარი ვთქვით და ორს მიზანშეწონილად მოვიხმართ. ყველა სამინისტრომ უნდა განიხილოს ეს საკითხი, “- განაცხადა მირზოიანმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არაიკ ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ მივლინებების საკითხიც უნდა გადაიხედოს, რადგან ისინი ზოგჯერ “ტურისტულ მოგზაურობადაა” ქცეული.
შრომის და სოციალური საკითხების მინისტრმა მანე თანდილიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა სამინისტროს მიმართ ერთიანი მიდგომა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021