პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის პირაპირ ეთერში მოსახლეობას მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ყველა დაუმორჩილებლობა და სომხეთში გზების გადაკეტვა.
მან აღნიშნა, რომ გაუგებარია წინააღმდეგობის მიზეზები. ფაშინიანის თქმით, მისი მოძრაობა”ჩემი ნაბიჯის” მთავარი მიზანი იყო სომეხი ხალხის გამარჯვება. გამარჯვების ძირითადი შედეგი იყო არა ის, რომ იგი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, არამედ ის, რომ მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტეს, თუ ვინ იქნებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
ფაშინიანს ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მთავრობა იღებს ძალიან ბევრ წერილს მოსახლეობისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ მთავრობამ უნდა შეძლოს ამ საკითხების გადაწყვეტა.
„მოვუწოდებ ყველას, დღეს, 15:00 საათზე შეწყვიტონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ყველა აქცია. მესმის, რომ ყველას აქვს უფლება ამგვარ ქმედებებზე, მაგრამ ეს მაშინ იყო აქტუალური, როდესაც სომხეთს ხალხის მთავრობა არ ჰყავდა. ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. უნდა შექმნათ ჯგუფები, რომლებიც თქვენს პრობლემებს წარუდგენენ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
აღსანიშნავია, რომ ერევნის მერის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში აქციები იმართება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021