ისრაელის პარლამენტში ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ერის გენოციდის აღიარების შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა.
ერთი კანონპროექტი მმართველი პარტიის „ლიკუდის“ წევრმა ამირ ოჰანამ წარადგინა.
„სამართლიანობის აღდგენა არასდროს არის გვიანი. დადგა დრო ვაღიაროთ, რომ სომეხი ერის წინააღმდეგ საშინელი დანაშაული იყო ჩადენილი“, – განაცხადა ოჰანამ.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი ავტორი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „სიონისტური ბანაკის“ დეპუტატი იციკ შმულია.
„ჩვენ ვერ მოვითმენთ ნოტაციებსა და მორალის კითხვას თურქი ყასაბი-ანტისემიტისგან, რომელიც სირიის ჩრდილოეთში ყოველდღიურად ათასობით ქურთს ბომბას და ვისი ქვეყანაც სომეხი ერის გენოციდზე და კაცობრიობის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა იციკ შმულიმ.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები პარლამენტში თურქეთ-ისრაელის დიპლომატიური კრიზისის ფონზე იქნება განხილული.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021