ახალქალაქში უასფალტობის პრობლემა წვიმიან ამინდებში უფრო გამწვავდა. უხვი ნალექის გამო აღმაშენებლის ქუჩა დაიტბორა, მოსახლეობა ფაქტობრივად გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, რადგან კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად წყლით არ სავსე.
2017 წელს აღმაშენებლის ქუჩის ასფალტირება ვერ მოხერხდა მოსახლეობის უთანხმობის გამო, რადგან ნაწილს შემოღობილი ტერიტორიის დანგრევა არ სურთ, თუმცა წვიმიანი ამინდის პირობებში აცხადებენ, რომ ისინი მძევლები არიან შენობაში, რადგან გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის უთანხმოების გამო აღნიშნულ ქუჩაზე სამი წელია უკვე ასფალტის დაგება ვერ ხერხდება.
“ასფალტირების საკითხი უკვე სასამართლოს განხილვის თემა გახდა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ასფალტირების სამუშაოებს. ამ დრომდე ასფალტის დაგება გადაიდო, რადგან ზოგიერთი მაცხოვრებელს კორპუსთან არსებული ღობებიის დანგრევა არ სურთ “, – ამბობს ახალქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის სამმართველოს უფროსი ალბერტ ნახატაკიანი.