სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს ბანგლადეშის 6 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეროვნული უშიშროების სამსახურს გადაეცნენ.
შემთხვევის თაობაზე სომხეთის სამართალდამცავმა სტრუქტურამ საქმე აღძრა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ზემოთაღნიშნული 6 პირი საზღვარის გადაკვეთის მცდელობის მომენტში სომეხმა ჯარისკაცებმა დააკავეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი ირანის გავლით თურქეთის საზღვარის გადაკვეთას აპირებდნენ, მაგრამ შეცდნენ და სომხეთში შემთხვევით მოხვდნენ. ოპერატიულ-სადაზვერვო საქმიანობა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დაკავებულების იდენტიფიცირების მიზნით.