არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 მაისს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგაცია არცახისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტაქტის ხაზზე, კერძოდ, მარტუნიის რაიონის კუროპატკინოს დასახლებიდან ჩრდილოეთით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგს განახორციელებს. მონიტორინგი არცახის მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება.
დაკვირვებებს არცახის სამხედრო ფრონტიდან ეუთო-ს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის საველე თანაშემწეები განახორციელებენ.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრსა და სომხეთის TV Media ALT შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მიზანი, სომხურ- ქართული ერთობლივი აგრო სატელევიზიო შინაარსის მოზადებაა. მეზობელ ქვეყანაში პარტნიორი, აგროთემატური კონკურსის მიხედვით...