8 მაისს, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინინი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, რასაც მთავრობის პერსონალის ცვლილებები მოჰყვა. 17 სამინისტროდან მხოლოდ ორს, კულტურისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროებს, ეყოლებათ ქალი მინისტრები.
სომხეთის მთავრობის ახალი მინისტრები
პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე არარატ მირზოიანი (39) გახდა, რომელიც ისტორიის მაგისტრის ხარისხი ფლობს, მან ასევე დაამთავრა სახელმწიფო მართვის აკადემია.
განათლების მინისტრი – არაიკ ჰარუთიუნიანი (39), პროფესიით არაბული ენების სპეციალისტია, რომელმაც მაგისტრის ხარისხი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მიიღო.
ეროვნული უშიშროების სამსახურის არაპარტიული დირექტორი – ართურ ვანეციანი (39), რომელსაც სომხეთის აგრარული უნივერსიტეტი და რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების მომსახურების აკადემია აქვს დამთავრებული.
პოლიციის უფროსი – ვალერი ოსიპიანი (48), რომელიც პროფესიით იურისტია.
სოციალურ საქმეთა მინისტრი- მანე თანდილიანი (40), რომელსაც სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის მმართვის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული.
თავდაცვის მინისტრი- დავით ტონოიანი (51), რომელმაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწისმცოდნეობის ფაკულტეტი და რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.
რეგიონული მართვისა და განვითარების მინისტრი – სურენ პაპიკიანი (32), რომელმაც დაამთავრა ჯერ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
იუსტიციის მინისტრი – არტაკ ზეინალიანი (49), რომელმაც ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეზიდენტურა და სომხეთის მართვის აკადემია დაამთავრა.
ჯანდაცვის მინისტრი – არსენ თოროსიანი (36), რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპირანტურა დაამთავრა ერევანში, ასევე ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი ავსტრიაში და 2003 წელს INSEAD.
სოფლის მეურნეობის მინისტრი – ართურ ხაჩატრიანი (46), რომელიც ფიზიკოსი გახლავთ, დაამთავრა მაგისტრატურა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაში და ამავე პროფესიით ლონდონის იმპერიალ კოლეჯი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – პარტია “წარუკიანის” წევრი, სწავლობდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში.
ფინანსების მინისტრი, უპარტიო – ატომ ჯანჯუღაზიანი, რომელმაც სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა.
გარემოს დაცვის მინისტრი – ერიკ გრიგორიანი (39), რომელსაც დამთავრებული აქვს გარემოსდაცვითი ეკონომიკის დოქტორანტურა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ართურ გრიგორიანი (49) პარტია”წარუკიანის” წევრი. იგი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი გახლავთ.
კულტურის მინისტრი- ლილით მაკუნცი (35), სომხეთის ლიბერალური პარტიის წევრი, რომელიც ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია.
ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი- არწვიკ მინასიანი (46), რომელიც ეკონომისტ-მათემატიკოსი გახლავთ.
საგანგებო სიტუაციების მინისტრი – ჰრაჩია როსტომიანი (37), სტომატოლოგ-ორთოპედი, ტრენერ-პედაგოგი გახლავთ.
საგარეო საქმეთა მინისტრი – ზოჰრაბ მნაცაკანიანი (52), გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი.
ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი- აშოტ ჰაკობიანი გახდა.