9 მაისს, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხს შეეხო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის (არცახის) და სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
მან აღინიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი მზად იქნება ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლება აღიაროს.
“სანამ აზერბაიჯანი აგრესიულ რიტორიკას იყენებს, კომპრომისზე საუბრს აზრი არ აქვს. არცახი, როგორც კონფლიქტის მხარე, უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში”, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია.
ამ ეტაპზე, სამშვიდობო მოლაპარაკებები ოფიციალურ ერევანსა და ბაქოს შორის ეუთოს “მინსკის ჯგუფის” ჩართულობით, საერთაშორისო შუამავლობით იმართება. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021