აშშ-ში ძახ ჰარუთს კონცერტის დროს მაყურებელმა ზურგი შეაქცია

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდეილში მომღერალი ძახ ჰარუთი კონცერტის დროს სცენიდან გააგდეს. მიზეზი მომღერლის მიერ სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი  გულგრილობა და ყოფილი მთავრობის მიმართ კეთილგანწყობა იყო. მათ პროტესტის ნიშნად სცენაზე გამოსულ მომღერალს ზურგი შეაქციეს.

” თუ ბრძოლაში ჩვენთან ერთად არ იყავი, ახლა არ არის საჭირო, რომ იმღერო” , –  იძახდნენ მაყურებლები.

ამასთან, სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა განცხადება, რომ 31 მარტს სომხეთის რესპუბლიკური პარტიის შეკრების დროს მომღერალმა ძახ ჰარუთმა მათთვის იმღერა და მუხლი მოიდრიკა სერჟ სარგსიანის წინ.

mamul.am

Leave a Reply