9 მაისი სომხებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ერთდროლად 1945 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების, შუშიის განთავისუფლების და არცახის ჯარის დაარსების დღეს აღნიშნავენ.
სამამულო ომში 600 000 სომეხმა იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე გამარჯვებისთვის. ამ მასშტაბურ ომში სომხებს 4 მარშალი ჰყავდათ: ბაღრამიანი, ბაბაჯანიანი, ხუდიკოვი(ხამფერიანცი), აღანოვი და ისაკოვი. 70 000 სომეხი ბრძოლის მედლებით დააჯილდოეს, 27 რიგითმა ჯარისკაცმა დიდების ორდენი მიიღო, 104 კი საბჭოთა კავშირის გმირის ტიტულით დაჯილდოვდა.
1992 წლის 8 მაისი გადამწყეტი დღე იყო სომხეთის სახელმწიფოებრიობისთვის. 1980-იანების ბოლოს და 90-იანი წლების და დასაწყისში სომხეთს მეზობელმა აზერბაიჯანმა ტერიტორიისთვის ომი გამოუცხადა. ამას დაემატა 1988 წლის სპიტაკის დამანგრეველი მიწიძვრის შედეგები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბარის ტერიტორიისთვის ომი. 1992 წლის 8 მაისს არცახის ბრძოლაში მთიანი ყარაბაღის ციხე-ქალაქი შუშიის განთავისუფლება სომხების პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
სომხები მიიჩნევენ, რომ ხავერდოვანი რევოლუცია და ხალხის კანდიდატის პრემიერ-მინისტრად არჩევა კიდევ ერთი გამარჯვებაა და აცხადებენ, რომ 9 მაისი ოთხმაგი გამარჯვების დღეა.