ფაშინიანი პირველი სამუშაო ვიზიტით მთიან ყარაბაღში გაემგზავრება

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი სამუშაო ვიზიტით მთიან ყარაბაღში დღეს გაემგზავრება.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინსიტრის პოსტზე მისი დამტკიცების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში კონფლიქტის დარეგიულირების მიზნით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და პრემიერის რანგში პირველ ოფიციალურ პრეს-კონფერენციას გამართავს.

Leave a Reply