კარენ კარაპეტიანი ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს

სომხეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ნიკოლ ფაშინიანის არჩევამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა და ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა.

“ამიერიდან ვწყვეტ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას კრიტიკის, ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის. ეს იყო ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პერიოდი. მე მაქსიმალურად ჩართული ვიყავი ჩემს საქმეში.

ვულოცავ ახალ პრემიერ მინისტრს. გულწრფელად ვუსურვებ მას და ყველა მომდევნო პრემიერ-მინისტრს წარმატების მიღწევას, კარგ შედეგებს, არნახულ მუშაობას და ხალხის მხარდაჭერას,” – წერია განცხადებაში.

კარაპეტიანი ასევე მოუწოდებს მედიას, თანამოქალაქეებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს იყვნენ კრიტიკულები, თუმცა უფრო მეტად წაახალისონ და მხარი დაუჭირონ მას.

Leave a Reply