გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. შესაბამისი განცხადება კვირიკაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევას. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს თქვენს მომავალ წამოწყებებში. საქართველო მხარს უჭერს და გვერდში უდგას მეგობარ სომხეთს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი კავშირები და მეგობრობა, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – წერს კვირიკაშვილი.

სომხეთის პარლამენტმა დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო.

Leave a Reply