სომხეთის ოპოზიციის ლიდერი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისთვის მზად არის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას უყრიან კენჭს.
„ჩვენი მოძრაობა არათუ საფრთხეს შეუმქნნის მთიან ყარაბაღს, არამედ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. რევოლუცია უზრუნველყოფს არცახის თვითგამორკვევის უფლების დე-იურე აღიარების რეალიზებას. ამასთან, მზად ვართ მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვაწარმოოთ აზერბაიჯანთან,“-აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი ხელმეორედ წარადგინეს. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთხელ შეეხებიან ოპოზიციონერის პრემიერმინისტრად არჩევის საკითხს.
სავარაუდოდ ფაშინიანს მმართველ გუნდში მყოფი ბიზნესმენები და ეთნიკური უმცირესობების წევრები მისცემენ ხმას. ჟურნალისტების ცნობით, მმართველი გუნდისგან ფაშინიანი 12 ხმას მიიღებს, რაც პრემიერ-მინისტრად ასარჩევად საკმარისია.
პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი. ისინი დიდ ეკრანზე ადვნებენ თვალს სხდომის მიმდინარეობას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021