სომხეთის პრეზიდენტი – ეს არის გარდამტეხი და საპასუხისმგებლო მომენტი სომხეთის მომავლისთვის

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი იმედოვნებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები, პრემიერ-მინისტრის არჩევისას, გონიერებას გამოიჩენენ. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

„ეს არის გარდამტეხი და საპასუხისმგებლო მომენტი სომხეთის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური ძალები პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებისას გამოიჩენენ მაქსიმალურ გონიერებასა და შორსმჭვრეტელობას, იხელმძღვანელებენ საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ინტერესებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხის მოგვარება შესაძლებელია ეროვნული თანხმობით“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მისსავე ვებგვერდზეა განთავსებული.

სარგსიანის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა იმ ენერგიის შესაბამის კალაპოტში წარმართვა, რომელიც საზოგადოებას ამ დღეების განმავლობაში დაუგროვდა და საჭიროა სომხეთის რეპუტაციის შენარჩუნება მსოფლიოში.

Leave a Reply