სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი-მარტის თვეებში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით მოქალაქეების საშუალო შემოსავალი 7%-ით, ანუ 5,6 მილიარდ სომხური დრამით გაიზარდა.
აღნიშნული ზრდის კოეფიციენტი ეფუძვნება კომერციულ სექტორში დასაქმებულების 12,6 პროცენტიან ზრდას. 2017 წელთან შედარებით სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი 4,35%-ით, ხოლო დასაქმებულების რიცხვი 3,7%-ით გაიზარდა.