ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში რესპუბლიკური პარტია ოპოზიციაში გადავა

სომხეთის მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ვაჰრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია “იელქ”-ის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, რესპუბლიკური პარტია, როგორც ეროვნული კრების უმრავლესობა ოპოზიცია გახდება.

ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ ისინი შეეცდებიან ზიანი არ მიაყენონ ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას და ხაზი გაუსვა, რომ მზად არიან ამ ამბავში დადებითი დაინახონ, უარყოფითზე კი საერთო წრეში ისაუბრონ.

 

Leave a Reply