როკ ჯგუფ System of a Down-ის ცნობილი სოლისტი, წარმოშობით სომეხი, სერჟ თანკიანი 7 მაისს, 20:05 საათზე სომხეთში ჩავა და ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას თავად მუსიკოსი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
” ჩვენ მოვდივართ სომხეთში, თუმცა კონცერტი არ იქნება” , – განაცხადა თანკიანმა.