სომხეთის პრემიერ-მინისტრს ხვალ აირჩევენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევამდე ერთი დღით ადრე, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებს, რესპუბლიკის მოედანზე ელოდება.

ერევნის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს, საკუთარ გეგმებს გააცნობს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ის შეეცდება ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ვითარებას უპასუხებს, ხოლო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთანავე, მზადაა თანამდებობა დატოვოს.

ნიკოლ ფაშინიანის გარდა მიტინგზე დღეს ცნობილი ჯგუფის “System of a down”-ის სოლისტს, სერჟ თანკიანსაც ელოდებიან.

Leave a Reply