მოსწავლეები დირექტორის გადადგომას ითხოვენ

ერევნის N11-ე სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და უფლებადამცველები სკოლის დირექტორის რუზანა აზიზიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მოსწავლეები აცხადებენ, რომ აზიზიანმა მათ არ მისცა უფლება აქციებში მიეღოთ მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციონერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორი ძალით აკავებდა მოსწავლეებს სკოლაში.

აზიზიანი მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” წევრია და ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის თანაკურსელი.

Leave a Reply