სომხური კომპანია მალე ევროპიდან და ამერიკიდან ახალ ვეტმფრენებს შემოიყვანს, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის ცას მოემსახურებიან.
სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტში ინვესტიციებს სომხური კომპანია შპს”არმენიან ჰელიქოფთერსი” განახორციელებს. კომპანიისთვის პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, 2018 წლის 19 აპრილს, სომხეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც კომპანიას შეეძლება იმპორტზე საბაჟო პრივილეგიებით სარგებლობა.
სომხეთის მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკული Robinson R66 და ევროპული AIRBUS EC130T2 ვერტმფრენებით გაისეირნონ, როგორც სომხეთში, ასევე საზღვარგარეთ.
პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს სომხეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ტრანსპორტისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021