3 მაისს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა სომხეთის ეროვნულ კრებაში ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-სომხეთს შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, იგი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021