სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი 3 მაისს, ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. კოლეგებმა განიხილეს სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ასევე სომხურ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარგველაშვილიმა სომეხი კოლეგა საქართველოს რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც 26 მაისს თბილისში გაიმართება.
2018 წელს საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს აღნიშავს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
თუმცა ეს დამოუკიდებლობა ხანმოკლე გამოდგა და მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნანა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა.
დაახლოებით 70 წელი ელოდა საქართველო თავისუფლების ხელახალ მოპოვებას. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამ წლიდან მოყოფებული, ყოველ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.