ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სომხური ნაკრების წევრი, ოლიმპიური თამაშების მსოფლიო ჩემპიონი ართურ ალექსანიანი მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა.
armenpress-ის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ კასპისკში გამართული ჭიდაობის ევრობის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 97 კგ წონით კატეგორიაში ართურ ალექსანიანი სერბეთის წარმომადგენელს მიხეილ კაჯაის ებრძოდა. ეროვნებით სომეხი მოჭიდავე 7:0 ანგარშით ევროპის ჩემპიონი გახდა.
ალექსანიანი მსოფილოს სამმაგი(2014, 2015, 2016) და ევროპის სამმაგი (2012, 2013, 2014) ჩემპიონია. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.