სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ვაჰრამ ბაღდასარიანმა რამდენიმე წუთის წინ პარტიის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 8 მაისის პრემიერ-მინისტრის არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკრ პარტია კანდიდატურას არ წარადგენს და მხარს დაუჭერს პარლამენტის ერთი მესამედის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
თავის მხრივ, დღეს ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი პარტია, რომელიც სიდიდით მეორეა პარლამენტში, მხარს მის კანდიდატურას უჭერს.