კარენ კარაპეტიანის განცხადება პრემიერ-მინისტრის არჩევნებთან დაკავშირებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა, ვიცე პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანი 2 მაისს განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის საჭიროა ურთიერთშეთანხმება.

“პრემიერ-მინისტრის არჩევნები  შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში , კონსტიტუციური გზით. თეორიულად ან პრაქტიკულად სხვა გამოსავალი არ არსებობს” , – განაცხადა მან.

1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისრი ვერ აირჩია. მმართველმა “რესპუბლიკურმა” პარტიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი ლიდერის, “ხალხის რჩეულის” ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას. კენჭისყრაზე ფაშინიანს მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა მისცა, მის წინააღმდეგ კი 55-მა. კენჭისყრის შემდეგ, ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. სომხეთის კონსტიტუციით, განმეორებითი არჩევნები 1 კვირის ვადაში, 8 მაისს დაინიშნა. ამჯერად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გამარჯვებისთვის 35 ხმა სჭირდება. თუ ისევ ვერ აირჩიეს მთავრობის მეთაური, ამ შემთხვევაში პარლამენტი იშლება და 40 დღეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

Leave a Reply