დღეს ნიკოლ ფაშნიანის და გაგიკ წარუკიანის შეხვედრა გაიმართება

2 მაისს, ოპოზიციონერი ლიდერის ნიკოლ ფაშნიანის და გაგიკ წარუკიანის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განიხილავენ 8 მაისს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტურის ერთობლივი ნომინაციის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის კონსტიტუციის 149-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის საჭიროა ეროვნული ასამბლეის დეპუტატთა სულ მცირე 35 ხმა, ხოლო ფრაქციებს “ელქ” და “აყვავებული სომხეთი” საერთო ჯამში 40 დეპუტატი ჰყავთ.

Leave a Reply