ევროკავშირი მოუწოდებს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფრონტაცია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას სომხეთში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ, პატივი სცეს კანონსა და შეკრების თავისუფლების უფლებას, თავიდან აიცილონ კონფრონტაცია და გამოიჩინონ თავშეკავება, როგორც ეს უკანასკნელ დღეებში ხდებოდა,” ნათგვამია განცხადებაში.
“ევროკავშირი განაგრძობს ყველა მხარის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წახალისებას კონსტიტუციისა და სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, დემოკრატიული მთავრობის მშენებლობის მიზნით “, – ამბობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი მაია კოსიანჩიჩი.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია. მასმხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, მის წინააღმდეგ კი ხმა 55-მა მისცა.
კანონის თანახმად, ეროვნულ კრებაში ერთ კვირის ვადაში ჩატარდება ხელახალი არჩევნები, ხოლო თუ კვლავ ვერ აირჩიეს პრემიერ-მინისტრი, პარმალენტი დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021