Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა, როგორც ეს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ ფაშნიანმა გუშინ პარლამენტში მისი პრემიერ-მინისტრად არ არჩევის შემდეგ განაცხადა.
დღეს დილიდან ბლოკირებულია ქალაქი. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ერევანსა და სხვა ქალაქებში საავტომობილო გზები, მათ შორის, ერევნის აეროპორტისკენ მიმავალი მაგისტრალი.
მას შემდეგ რაც, პარლამენტში გუშინ გამართულ პრემეირ-მინისტრის არჩევნებში ფაშინიანს მხარი მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ არ დაუჭირა და იგი მთავრობის მეთაურად ვერ აირჩიეს, მან მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვებისკენ მოუწოდა.
ცნობილი გახდა, რომ მის მოწოდებას შეუერთდნენ ერევნის აეროპორტის თანამშრომლები.
სომხეთში უკვე თითქმის ორ კვირაზე მეტია მიმიდინარეობს ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები, რომლის შედეგად, 23 აპრილს გადადგა ვეტერანი ლიდერი სერჟ სარგსიანი. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, “ელქის” ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ინიცირებული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერები სარგსიანის გადადგომას არასაკმარისად მიიჩნევენ და მოითხოვენ “რესპუბლიკური პარტიის” მმართველობის დასრულებას.