მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის ცნობით, 30 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზინაში აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილება დაფიქსირდა, რომელიც დღემდე გრძელდება.
“თავდაცვის ჯარის ავანგარდი ძალები ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ. ვითარებას ვაკონტროლებთ”,- ნათქვამია თავდაცვის არმიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გასულ კვირას გაავრცელა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კონტაქტის ხაზზე მოძრაობის ვიდეო.