ოპოზიციონერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის პარლამენტში დღეს დაგეგმილ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია, საკუთარ ფეისბუქის გვრდზე ვიდეოს აქვეყნებს და იტყობინება, რომ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” არჩევნების ჩამოსლის გადაწყეტილება მიიღო.
ფაშინიანი ყველას მოუწოდებს ერევნის მოედანზე შეიკრიბონ.
ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ „ელქმა“ წარადგინა, ხოლო კიდევ ორმა ფრაქციამ – „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ მას მხარი დაუჭირეს.
საერთო ჯამში ამ სამ ფრაქციას 105-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატი აქვს, პრემიერის პოსტზე ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო.
შესაბამისად, პრემიერის პოსტზე ასარჩევად ფაშინიანს მმართველი რესპუბლიკური პარტიის სულ მცირე 6 დეპუტატის ხმა დასჭირდება.
“რესპუბლიკური პარტიის” აღმასრულებელი ორგანოს წევრის ედუარდ შარმაზანოვის თქმით, გადაწყვეტილებას ისინი ნიკოლ ფაშინიანის პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ.