1-ელ მაისს, სომხეთში პრემიერ-მინისტრს ხელახლა აირჩევენ, მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციების ფონზე სერჟ სარგისიანმა თანამდებობა დატოვა.
ამ დრომდე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციონერი, კოალიცია “ელქ”-ის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია, რომელიც საკუთარ თავს ხალხის კანდიდატს უწოდებს.
ეროვნული ანსამბლეის 4 პარტიიდან სამმა განაცხდა, რომ ხალხის კანდიდატის მხარდასაჭერად მისცემს ხმას, ხოლო სომხეთის მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის არჩევნებს, შესაბამისად, ალბათობა რომ ხალხის კანდიდატი გახდება პრემიერი დიდია.