26 აპრილს, ერევნის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე შეკრების დროს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 27 და 28 აპრილს შეკრებებს გამართავს სომხეთის ქალაქებში გიუმრისა და ვანაძორში.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ 27 აპრილს, 6 საათზე, მათი აქცია გაიმართება არა ერევანში, არამედ ქალაქ გიუმრიში და 28 აპრილს, 3 საათზე ქალაქ ვანაძორში. მან თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ერევანში ამ ორი დღის განმავლობაში ყველა მოქმედებები შეაჩერონ.
“ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, რომ ერევანში ჩვენი აქტივისტებმა 1-2 დღის განმავლობაში დაისვენონ და ძალები აღიდგინონ. მაგრამ თუ ერევანში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩემსავით დასვენება არ სჭირდებათ, ხვალ, 15:00 საათზე, მანქანებით შემოგვიერთდნენ და გიუმრისკენ წავიდეთ. ხოლო 29, 30 აპრილს და 1 მაისს ყველა ჩვენი ოპერაცია ერევანში აღდგება, უპრეცედენტო მოცულობით და ახალი ძალით”, – განაცხადა ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021