26 აპრილ, საღამოს 7 საათზე, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეულია, როგორც პრემიერ-მინისტრობის სახალხო კანდიდატი.
“წინა მოლაპარაკება არ შედგა. როდესაც კარენ კარაპეტიანთან შეხვედრა დავინიშნეთ, რესპუბლიკელები გამოვიდნენ და ამბობდნენ, რომ კარაპეტიანი მათ არ წარმოადგენდა. გუშინ მათ პარტიის საბჭო გამართეს სერჟ სარგსიანის მონაწილეობით და მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე, რომ კარენ კარაპეტიანი არის უფლებამოსილი, მოლაპარაკებებზე მათი სახელით ისაუბროს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავეცანით და ვიმსჯელეთ, რომ ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი შემოთავაზებული დღის წესრიგის ფარგლებში. ხვალ, 27 აპრილს, 12 საათზე კარენ კარაპეტიანს შეხვედრაზე ვეძახი, რათა გავმართოთ მოლაპარაკების მეორე ეტაპი”, – განაცხადა ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021