ნიკოლ ფაშინიანი: სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ

ოპოზიციონერი ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 26 აპრილს “ჩემი ნაბიჯი”, “უარყავი სერჟი” და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

“სხდომაზე ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ხავერდოვანი რევოლუცია. რევოლუციამ რეალური ცვლილებები უნდა მოიტანოს. დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციაზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების შესახებ ვისაუბრებთ, მეორე ეტაპის გეგმას განვაცხადებთ”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

Leave a Reply