პრეზიდენტ სარგსიანს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს 25 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

როგორც პრეზიდენტის აპარატი იტყობინება, მხარეებმა სომხეთ-ბელარუსის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო სომხეთში არსებულ ვითარებას. თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ყველა პროცესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში.

Leave a Reply