სომხეთის პრემიერის ასარჩევად ეროვნული ასამბლეის სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება

ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არაბა ბაბლოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ასარჩევად ეროვნული ასამბლეის სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება.

“სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 140-ე მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად, მე ვაცხადებ, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევნების საკითხი განიხილება ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, რომელიც გაიმართება 1 მაისის 12:00 საათზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 აპრილს, ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკური ფრაქციის წევრების შეხვედრა სერჟ სარგსიანის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი კარენ კარაპეტიანის თანდასწრებით ჩატარდა.

Leave a Reply