სერჟ სარგსიანი მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს. ამის შესახებ პარტიის ფრაქციის დეპუტატებთან სარგსიანისა და პრემიერის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს დისკუსიები “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის შეცვლის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერმა სერჟ სარგსიანმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა საკუთარი გადადგომის მიზეზი, წარმოადგინა “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის შესაძლო მუშაობის რამდენიმე სცენარი, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ “რესპუბლიკური პარტია” მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

interpressnews.ge

Leave a Reply