სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს სომხურ-რუსული ურთიერთობების დღის წესრიგი და სომხეთში განვითარებული საპროტესტო მოვლენები. პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ყველა მოქმედება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
საპროტესტო აქციებს, რომელიც მე-15 დღეა გრძელდება, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ეგრეთ წოდებული “რესპუბლიკელების სატელიტი” პარტიები შეუერთდნენ. სპორტის მინისტრი, რომელიც ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტიის წევრი იყო, გადადგა და შეუერთდა მომიტინგეებს. ქუჩაში გამოვიდა ასევე სომხეთის პარლამენტის იურიდიული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვაჰე დანიელიანი. მან მოუწოდა კოლეგებს, რომ შემოუერთდნენ.
tert.am