25 აპრილს, 13:45 საათზე, სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრისკენ მიმავალი გზა, ტავუშის რაიონის ქალაქ ნოიბემბერიანის მოქალაქეებმა დაბლოკეს. აქციის მონაწილეები ამ ფორმით უერთდებიან ერევანში მიმდინარე აქციებს. ისინი შეძახილებით გამოდიან “შეუერთდით”, “პოლიციელი ჩვენია!”
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და აქტივისტებს გზის გახსნიკენ მოუწოდებს. ამავე დროს, ათასამდე დემონსტრანტს გადაკეტილი აქვს ბაგრატაშენ-ნოემბრიანის დამაკავშირებელი გზის ნაწილიც.
პარალელურად ცნობლი ხდება, რომ დემონსტრანტებმა ერევანში აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიმავალ გზაზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. ამის გამო, აეროპორტში მიმავალი ხალხი იუძლებულია ფეხით გადაადგილდეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021