რუსეთი მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის შიდა საქმეებია და იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება კონსენსუსის საფუძველზე, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ კრემლის პოზიცია სომხეთში არსებულ სიტუაციაზე არ შეცვლილა.
“ჩვენ ისევ ვფიქრობთ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სომეხი მეგობრები შეძლებენ სიტუაციის მოგვარებას და უახლოეს მომავალში კონსენსუსს მიაღწევენ”, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ ყურადღებით ადევნებს სიტუაციას.
შეგახსენოთ, რომ დღეს 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება სომხეთის მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” წინააღმდეგ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის მასობრივი აქციები. უფრო ადრე განაცხადეს, რომ ნიკოლ ფაშანიანისა და კარენ კარაპეტიანის შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021