სომხეთში განახლდა სამოქალაქო დაუმორჩილების აქციები. ამის მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრის მოვალებობების დროებით შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის განცხადება, რომ მოედანზე პრემიერ-მინისტრის არჩევა არ შეიძლება და ეს უნდა მოხდეს პარლამენტში. სერჟ სარგსიანმა, ფაქტობრივად, ნოკოლ ფაშინიანს გადასცა ხელისუფლება. მან თქვა, რომ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცვდი”.
კარენ კარაპეტიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრად გახდომამდე, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომში” მუშაობდა. 2016 წელის აპრილის ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთის პრემიერი გახდა.
სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა რამოდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც ბოლო 4 წელი სომხეთში ცხოვრობდა. კარენ კარაპეტიანი სომხეთში მუდმივად ცხოვრობს 2016 წლიდან, ანუ 2 წელი, რაც იმსას ნიშნავს რესპუბლიკელების მიერ შემოღებული კონსტიტუციის მიხედვითაც კი, პრემიერ – მინისტრის პოსტზე არჩევის უფლება არა აქვს.
დღეს საღამოს ერევნის რესპუბლიკურ მოედანზე მასშტაბური აქვია იგეგმება. მომიტინგეებს შეუერთდნენ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ეგრეთ წოდებული “რესპუბლიკელების სატელიტი” პარტიები. სპორტის მინისტრიც კი, რომელიც ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტიის წევრი იყო, გადადგა და შეუერთდა მომიტინგეებს. ქუჩაში გამოვიდა ასევე სომხეთის პარლამენტის იურიდიული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვაჰე დანიელიანი. მან მოუწოდა მოხელეებს, რომ გავიდნენ ქუჩაში.
ფაშინიანი ითხოვს, რომ კარაპეტიანი მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. მისი მოთხოვნაა დროებითი მთავრობის დანიშვნა, რომელსაც ხალხის კანდიდატი უხელმძღვანელებს. თავის მხრივ, კარაპეტიანი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრს არ ირჩევენ მოედანზე. ფაშინიანი ამბობს, რომ იმ შემთვევაში, თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ კარენ კარაპეტიანი და მისი მთავრობა, ამით არჩევნები არალეგიტიმური გახდება.
ფაშინიანი ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს, შეხვედრები დაგეგმილი რუსეთისა და აშშ-ის ელჩებთან.