Latest posts by Aliq Media (see all)
ერევანში, დილიდან ცენტრალურ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები განახლდა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.
ფაშინიანამა აქცია 24 აპრილს, საღამოს პრემიერ-მინისტრის მოველეობის შემსრულებელთან კარენ კარაპეტიენთან დაგეგმილი ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ დააანონსა.
ამ დროისთვის, პოლიცია მობილიზებულია ყველა სამთავრობო შენობის წინ, ასევე გამოყვანილია სპეცტექნიკა.
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიცია მათ ხელს არ უშლის.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა 25 აპრილს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მას და ფაშინიანს შორის შეხვედრა არ შედგება, რადგან “ფაშინიანს ჰქონდა ცალმხრივი მოთხვნები.”
მან მოუწოდა სომხეთის პრეზიდენტს განსაზღვროს შეხვედრის ფორმატი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ფართო სპექტრის მონაწილეობით, რათა განხილული იყოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და მისი მოგვარების შესაძლო გზები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ფაშინიანმა გუშინ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სარგსიანის გადადგომის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნებად რჩება პრემიერ-მინისტრად ხალხის რჩეულის დანიშვნა, დროებითი მთავრობის შექმნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მან აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არ დაუშვებს “სარგსიანმა განაგრძოს ქვეყნის ფაქტობრივი მართვა კულისებიდან, მმართველი პარტიის ლიდერის სტატუსით“.
ერევანში აქციები 13 აპრილს სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ დაიწყო. 11 დღიანი დაუმორჩილებლობის აქციების შემდეგ, სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს “სრულყოფილი გამარჯვებისთვის” განაგრძოს ბრძოლა ქუჩაში.