გარო ფაილანი: სომხების გენოციდი თურქეთის პარლამენტმა უნდა განიხილოს

სომხების გენოციდის 103-ე წლისთავზე თურქეთის მეჯლისის ეროვნებით სომეხმა დეპუტატმა გარო ფაილანმა გამოცემა Özgürüz საუბრის დროს აღნიშნა, რომ აუცილებელია გენოციდის საკითხის განხილვა პირადად თურქეთთან, წერს armenpress.

მან აღნიშნა, რომ 103 წლის წინ ოსმანეთის იმპერიის 14 მილიონიანი მოსახლეობიდან 2 მლნ 300,000 სომეხი იყო, რომლებიც იმპერიის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, თუმცა 1915 წლის 23 აპრილის ღამეს და 24 აპრილს 250-ზე მეტი სომეხი ინტელექტუალი დააკავეს და გადაასახლეს.

“სწორედ ამიტომ 24 აპრილი სომხური გენოციდის ხსოვნის სიმბოლად დარჩა. როგორც მეჯლისის დეპუტატი არ მინდა რომ ეს დიდი ტკივილი მსოფლიო მასშტაბით განხილვის თემა გახდეს, მინდ რომ ეს პრობლემა მეჯლისის დღის წესრიგში შევიდეს და განიხილებოდეს,” – განაცხადა ფაილანმა.

Leave a Reply