წარმოშობით სომეხმა ამერიკის რეალითი-შოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა განცხადება გააკეთა სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისთვის შთამბეჭდავია, რომ სომეხი ერი გაერთიანდა. ამაზე კარდაშიანი თავის ინსტაგრამის გვერდზე იტყობინება.
“ისეთი შთამბეჭდავია გაერთიანებული სომეხი ერის მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე რაღაცის შეცვლის იმედის ნახვა. 23 აპრილი სომხეთისთვის ისტორიული დღეა, რადგან სომეხი ერი გაერთიანდა და გაიმარჯვა, სერჟ სარგსიანი გადადგა” , – აცხადებს კარდაშიანი.