საპროტესტო აქცია “ჩემი ნაბიჯის” ხელმძღვანელი, კოალიცია “იელქის” დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ინფორმაციით პოლიციის სევანის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, დილით მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ფაშინიანის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის.
“ფაშინიანი სევანის განყოფილებაში არ იმყოფება, განყოფილებაში შევდივარ და მეუბნებიან, რომ დღის განმავლობაში აქ იყო, ამჟამად არ არის,” – განაცხადა ადვოკატმა.
22 აპრილს, პრემიერ-მინისტრისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ზუსტად ამ დროს ასობით აქტივისტი და მათ შორის ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი პოლიციაში გადაიყვანეს.
22 აპრილს, დღის განმავლობაში 200 აქტივისტი დაიკავეს. გუშინ საპროტესტო აქცია ფაშინიანის გარეშე გაგრძელდა. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდება.