სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხორციელდება. ამასთან, ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას “სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტი, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.
22 აპრილს დემონსტრანტებმა გადაკეტეს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტი. რამდენიმე საათის განმავლობაში სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტი შეფერხებულად მუშაობდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021