სოლიდარობა სომეხ ხალხს – აქცია თბილისში

თბილისში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამართული აქჩიების მხარდასაჭერად რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ საელჩოსთან სომხეთის დროშა მიიტანეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ სომეხ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

„დღეს ჩვენ აბსოლუტურად სპონტანურად შევიკრიბეთ. ზუსტად ორი საათის წინ დავგეგმეთ ეს აქცია რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ სომეხ ხალხს. ისინი უკვე რამდენიმე დღეა სომხეთში მიტინგს ატარებენ. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი დაკავებულია. ჩვენ უბრალოდ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ”, -ამბობს აქციის მონაწილე ელენე მეჩითოვა.

შეგახსენებთ, რომ უკვე 10 დღეა ერევანში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მრავალათასიანი მიტინგები მიმდინარეობს. დღეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს, ქუჩაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა.

22 აპრილს, სერჟ სარგსიანსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა, რომელიც 5 წუთი გაგრძელდა წარუმატებლად დასრულდა.  შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლა და გაორმაგებული ძალით ბრძოლისკენ მოუწოდა.  მოწოდების შემდეგ ხალხმა ქუჩებში მსვლელობა დაიწყო.

Leave a Reply