სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა 22 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას გეგმავს. ერევანში არაკანონიერი აქციების ფონზე სხვადასხვა პირები და ჯგუფები ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინაღმდეგ დანაშაულებს ამზადებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური კვლავ აცხადებს, რომ ეს ხალხი და მათი მხარდამჭერები სპეცსამსახურების თვალყურის ქვეშ არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ შესაბამისი ოპერატიულ-სადაზვერვო ზომების მიღება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ხდება.
დღეს, ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში დააზუსტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი არა დააკავეს, არამედ იძულებით გამოიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან. ამჟამად, მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021