სარგსიანი-ფაშინიანის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ ერევნის ქუჩებში ხალხმრავალი მსვლელობა დაიწყო

22 აპრილს, სერჟ სარგსიანსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა, რომელიც 5 წუთი გაგრძელდა დასრულდა.  სერჟ სარგსიანის თქმით, ეს არ არის დიალოგი, ეს ულტიმატუმებია ლეგიტიმურ ხელისუფლებას მიმართ და ოპოზიცია უნდა მოვიდეს ლოგიკურ ქმედებებთან, განაცხადა მან და შეხვედრა დატოვა.

ამის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა ხალხს მოუწოდა, რომ გააორმაგონ საპროტესტო მუხტი და მოითხოვონ სერჟ სარგსიანის გადადგომა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერევნის ქუჩებში ხალხმრავალი მარში დაიწყო.

დემონსტრანტების მსვლელობა დიდი რაოდენობით პოლიციელების თანხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცავები განლაგებულები არიან იმ ქუჩებზეც, სადაც მარში ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

Leave a Reply